ეკო რესურსი

კომპანიის სიახლეები

ეკო რესურსი ეკო რესურსის კომპანიების ჯგუფი, საკვები ინგრედიენტები ევროპა 2021-ის გამოფენაზე
ეკო რესურსის კომპანიების ჯგუფი, საკვები ინგრედიენტები ევროპა 2021-ის გამოფენაზე

ეკო რესურსის კომპანიების ჯგუფი ეწვია გამოფენა-კონფერენციას საკვები ინგრედიენტები ევროპა 2021 გერმანიაში, ფრანკფურტში. გამოფენა ჩატარდა 30 ნოემბერიდან - 02 დეკემბერის ჩათვლით და გახდა ერთ-ერთი მსოფლიოს წამყვანი ღონისძიება კვების ინგრედიენტების სფეროში.

კვების მრეწველობის საერთაშორისო ლიდერები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ხვდებიან ერთმანეთს და უზიარებენ უახლეს გადაწყვეტილებებს. გამოფენის უნიკალურობა მდგომარეობს მის ფართო თემატურ გაშუქებაში: ნედლეულისა და ინგრედიენტების წარმოებიდან, მზა პროდუქტის გამოშვებამდე, მის შეფუთვასა და ხარისხის კონტროლის ჩათვლით. გამოფენა თვითოეული მონაწილისათვის გახდა მნიშვნელოვანი, დიდი ხნის ნანატრი პლატფორმა უშუალო კომუნიკაციის საშუალებით, გამოცდილების გაცვლისა და, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებისთვის.

ძირითადი მიმდინარე ტენდენციები საკვები ინგრედიენტების  ბაზარზე - ცილის ალტერნატიული სახეობები ვეგანური პროდუქტებისათვის, სხვადასხვა წყაროებიდან (პროტეინი პარკოსნებისგან, გადამუშავებული მწერებისგან და სხვა სახეობებისგან). ეს მიმართულება ძალიან პოპულარული და პერსპექტიულია ვეგანურ პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნის გამო, იგი ფართოდ გამოიყენება საბოლოო პროდუქტებში - ყველის ანალოგები, ნაყინი, სუპები, სტეიკები, ხორცი და ბურგერები. სურსათის მწარმოებლებს შორის კიდევ ერთი მიმდინარე ტენდენციაა, თეთრი საღებავის,  დიოქსიდ ტიტანის  E171 ჩანაცვლება ევროპის რიგ ქვეყნებში მისი შესაძლო აკრძალვის გამო. როგორც ალტერნატივა, ბაზარი გვთავაზობს საღებავებს ბრინჯის სახამებლისა და კალციუმის კარბონატის საფუძველზე.

კომპანიის ეკო რესურსის წარმომადგენლება გამართეს არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა პარტნიორებთან და მყიდველებთან, რამაც საშუალება მოგვცა უფრო მეტად  განგვევითარებინა არსებული  პარტნიორული ურთიერთობები და მოგვეძებნა ინოვაციური ნედლეულის ახალი მომწოდებლები. შედგა ბევრი სასარგებლო პროდუქტიული მოლაპარაკება, რომლის ფარგლებშიც განიხილეს როგორც წარმატებით განხორციელებული პროექტები, ასევე თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ  საკვები ინგრედიენტები ევროპა 2021- ზე ვიზიტით. გამოფენის ყველა მონაწილეს და სტუმარს ვუსურვებთ ახალ საინტერესო შეხვედრებს და ნაყოფიერ საქმიან კონტაქტებს სამომავლო ეფექტური თანამშრომლობის პერსპექტივით!