ეკო რესურსი

კომპანიის სიახლეები

ეკო რესურსი ობიექტური აღარება
ობიექტური აღარება

28.04.2022 წელს, პეტერბურგში   AmCham-ის (ამერიკის სავაჭრო პალატა რუსეთში)  XXV-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე გაიმართა ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია პალატის წევრი კომპანიების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის 2021 წელს. საზეიმო ვითარებაში, სს "ეკო რესურსი" - ს ხელმძღვანელმა -  სერგეი ლეონიდოვიჩ დემენუკმა, მიიღო ჯილდო კატეგორიაში "წლის ინოვატორი – 2021", ჯილდო მიღბულ იქნა,  შეღებვის ან არომატული ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციის მქონე მშრალი საკვები ინგრედიენტების ფართო სპექტრის მისაღებად პროგრესული გამფრქვევი საშრობის მეთოდის დანერგვისათვის.                                                                                                                            

 

შერჩევის კრიტერიუმები:
  1. წარდგენილი კომპანია ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას / ინვესტიციებს რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში.
  2. პროექტს (პროდუქტს/მომსახურებას) აქვს გამოხატული ეკონომიკური/სოციალური ღირებულება.
  3. პროექტმა (პროდუქტი, მომსახურება) დადებითი გავლენა მოახდინა რეგიონის ინდუსტრიის / ეკონომიკის ორგანიზაციის / ზრდის განვითარებაზე (ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას).
  4. პროექტი (პროდუქტი, მომსახურება) ყველა ასპექტში წარმატებულია და სხვა კომპანიების მისწრაფებების კარგ მაგალითს წარმოადგენს.

 

დაჯილდოების ცერემონიის განსაკუთრებულმა, საზეიმო ატმოსფერომ ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას. დარბაზის სადღესასწაულო გარემოცვამ ხაზი გაუსვა ინოვაციების ტრიუმფს, როგორც ეკონომიკური გარღვევის საფუძველს.

 

2021 წელს, კომპანია  ეკო რესურსმა დანერგა საღებარი ინგრედიენტებისა და არომატიზატორების  
 საკვები ფორმების წარმოების ახალი ხაზი. ჯილდოს მიღებისას სერგეი ლეონიდოვიჩმა თქვა: «ეკო რესურსის ინოვაცია მნიშვნელოვანია                                                                                                  მწარმოებლებისათვის, რომლებიც მიჰყვებიან ტენდენციებს: მყისიერად ხსნადი, ადვილად მოსამზადებელი და ჯანსაღი პროდუქტების წარმოებისთვის, რომლებიც აქტუალურია მომხმარებლებში. ჩვენ ეს ნიშა დავიკავეთ ბაზარზე ფხვნილისებური საღებავიი ექსტრაქტებისა და არომატის ხაზის დანერგვით.» 

სერგეი ლეონიდოვიჩმა მადლობა გადაუხადა პალატის აღმასრულებელ კომიტეტს პროექტის მაღალი შეფასებისთვის. ინოვაციების დანერგვა გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს კომპანიის პოზიციის განმტკიცებას საკვები ინგრედიენტების, საღებავებისა და არომატიზატორების ბაზარზე, ასევე ახალი ტექნოლოგიური პროდუქტების წარმოების მოცულობის გაზრდით, ხელს უწყობს ლენინგრადის რეგიონის ეკონომიკის განვითარებას.

 

მეტი ცნობისათვის:

ამერიკის სავაჭრო პალატის წევრობა წილად ხვდა კომპანიებს მსოფლიოს 21 ქვეყნიდან: ამერიკული, ევროპული, აზიური, რუსული. რუსეთში ამერიკის სავაჭრო პალატაში გაწევრიანებულია 500 კომპანია და მათგან 140 პეტერბურგშია რეგისტრირებული. 2017 წლიდან სს "ეკო რესურსი" არის ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი რუსეთში (American Chamber Of Commerce In Russia), შემოკლებით (AmCham). ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომპანია  ეკო რესურსი გახდა ლაურეატი: 2020 წელს მან მიიღო ჯილდო ნომინაციაში "წლის ინვესტორი". წლის ინვესტორის ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქალაქში უკვე მომუშავე ინვესტორების ყველაზე შთამბეჭდავი საინვესტიციო პროექტისთვის.