ეკო რესურსი

"ECO RESOURCE"-ის შემეცნებითი და საინფორმაციო სტატიები

ეკო რესურსი 2022 წლის საგაზაფხულო ტრენდი - ირლანდიური კომბო!
2022 წლის საგაზაფხულო ტრენდი - ირლანდიური კომბო!

დროა ბაზარზე ახალი პროდუქტი შემოვიტანოთ. ჩვენმა კომპანიამ,  ნაყინისთვის, შეიმუშავა გასტრონომიული არომატების შესანიშნავი კოლექცია, რომლელთა მეშვეობითაც მაღაზიების თაროებზე თქვენი პროდუქტი იქნება განსაკუთრებით მომხიბვლელი. 

ჩვენ ყველანი შევეჩვიეთ ნაყინს, როგორც კლასიკურ დესერტს, ნაყინის ან ხილის ყინულის სახით, სხვადასხვა ხილისა და კენკრის შემავსებლებითა და ასევე საკონდიტრო არომატით. მაგრამ იცით თუ არა, რომ სხვა ქვეყნებში იყენებენ გემოს სრულიად განსხვავებული კომბინაციებს  და იღებენ საოცარ პროდუქტებს? 

ირლანდია უჩვეულო გემოსა და არომატის პრეფერენციების ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა წარმომადგენელია, რომელიც ცნობილია  დღესასწაულით - "წმინდა პატრიკის დღე" და ალკოჰოლური სასმელების პროფესიონალური წარმოებით. ერთი შეხედვით რა შუაშია აქ ნაყინი?! მაგრამ სწორედ ლუდის მუქი ჯიშების კომბინაცია ნაყინთან, განსაკუთრებით Guinness-ის,  არის ფუდპაირინგის მიმართულების სტანდარტი. 

2022 წლის გაზაფხულის ტრენდი არის -  ალკოჰოლური სასმელებისა და ნაყინის ტიპიური კომბინაციაა:
  • არა-ძლიერი, მშრალი სტაუტი და ვანილის ნაყინი;
  • ბელგიური დუბელი (ნაძვი შოკოლადის, კარამელის, სანელებლებისა და ჩირის ნოტებით) და ფსტის / რომის ნაყინი;
  • Doppelbock / weizenbock (ლუდის ძლიერი სახეობები) და ბანანის ნაყინი.

ჩვენ გთავაზობთ კომპლექსურ გადაწყვეტილებას-ნაყინი ლუდის არომატით,რომელიც შეიძლება  გამოიყენოთ თქვენს საყვარელ პროდუქტთან ერთად! ჩვენი ლუდის არომატის თავისებურება  არის ის, რომ არ ატარებს მწარე ნოტებს და გემოში აქვს ხილის ჩრდილები. ასეთი ნაყინის კომბინირება შეიძლება  ასევე ლიმონთან, მოცხართან და ფიჭვთან!