ანტოციანინები
ანთოციანინი (anthocyanin, საკვები დანამატი E163) წარმოადგენს ბუნებრივ წითელ საღებავს, რომელიც მიიღება კენკრისა და ბოსტნეულისგან - ( ყურძენი, ანწლი, ცირცელი, შავი სტაფილო, წითელი კომბოსტო და სხვა.)
ეკოტან ანტოციანინი გამოირჩევა მაღალი სტაბილურობით ტემპერატურისა და სინათლის მიმართ, კარგად იხსნება წყალში და უზრუნველყოფს სხვადასხვა ფერის ტონებს საკვებ პროდუქტებში. მიღებული ფერი დამოკიდებულია პროდუქტის pH-ზე: მჟავე გარემოში მიიღება წითელ-ნარინჯისფერი ტონი, ხოლო სუსტად მჟავე გარემოში — წითელ-იისფერი. ნივთიერება სტაბილურია pH ≤ 4.5 პირობებში.
საღებავი სრულად უსაფრთხოა ადამიანისათვის, რადგან იგი მიიღება ბუნებრივი ნედლეულისგან და წარმოადგენს მცენარეთა უჯრედების ვაკუოლებში არსებულ პიგმენტს, რომელიც განსაზღვრავს მცენარეთა იისფერ, წითელ და ლურჯ ფერებს.
საკონდიტრო ინდუსტრიაში გამოიყენება ზეფირის, პასტილის, მარმელადის , კარამელის და პურ-ფუნთუშეულის წარმოებისთვის.