ახალი საღებავებისა და ინგრედიენტების შემუშავებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ კვების პროდუქტების წარმოების სფეროში არსებულ ტენდენციებსა და ინოვაციებს (i-ინოვაცია).
ლაბორატორია იკვლევს ახალ ბუნებრივ ნედლეულს და ავითარებს მისი უნიკალური კომპონენტების მოპოვების ტექნოლოგიებს.
ასორტიმენტის სიახლეების შემუშავება ხორციელდება არა მხოლოდ ბუნებრივი ნედლეულის სპეციფიკისა და ღებვის თავისებურებების ცოდნის გამოყენებით, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესების გათვალისწინებით, დამვეთის საწარმოო ხაზებზე.
ახალი რეცეპტების შესაქმნელად ტექნოლოგიური ჯგუფი მუშაობს განუწყვეტლივ და ხშირ შემთხვევაში წარმოების ნაწილი ინიცირებულია დამკვეთის მიერ სურსათის წარმოების სპეციფიკური საჭიროებებისათვის.
მოხმარების ლაბორატორიის ტექნოლოგები, ინგრედიენტების ტესტირებას ახდენენ უშუალოდ საკვებ პროდუქტებზე, და შეიმუშავებენ საკვები პროდუქტების წარმოებაში მათი მოხმარების დეტალურ ინსტრუქციას.
ჩვენი საღებავები მოსახერხებელია გამოყენებაში და იძლევა მდგრად, სასურველ შედეგს. გარდა ამისა, ამცირებს ხარჯებს კვების პროდუქტების წარმოებაში და იძლევა უფრო მეტ სარგებელსა და ფუნქციონალს.
ხორცისა და თევზის ინდუსტრიის ჩვენი ფუნქციური დანამატები, გატესტილია ლაბორატორიაში, რომელიც აღჭურვილია საპილოტე (დაბალი ტონაჟის) აპარატურით, სადაც ტესტირების პირობები მაქსიმალურად მიახლოვებულია წარმოების პროცესებთან.
კომპანიის ყველა პროდუქტი, წარმოების ყველა ეტაპზე, გადის სავალდებულო ხარისხის კონტროლს, მათ შორის მიკრობიოლოგიურ კონტროლს.
ჩვენი საკუთარი მიკრობიოლოგიური ლაბორატორია მუშაობს EcoVadis სტანდარტების შესაბამისად.რაც გულისხმობს იმას, რომ ფერის პარამეტრების კონტროლი, ხორციელდება ციფრული კოლომეტრიული მოწყობილობა CIELAB-ის, ფერის კოორდინატთა მოდელის გამოყენებით.