შპს "ეკო რესურს ნატტექ"-ს, როგორც ბუნებრივი საკვები საღებავებისა და დანამატების მწარმოებელს, აქვს უნიკალური გამოცდილება და საბაზისო ცოდნა, რომელიც მიღებულია ხანგრძლივი პროფესიული საქმიანობის შედეგად. კომპანიის ყურადღების ცენტრში იყო და რჩება, საღებავები და ასევე მათი წარმოების ტექნოლოგიები.
ამ ცოდნის ბაზაზე დაყრდნობით კომპანიამ, 2000 წელს პირველმა, ჩაუშვა ბუნებრივი საღებავების წარმოება კვების მრეწველობის რიგი დარგებისთვის, სადაც მათი გამოყენება ხელოვნურ სინთეზურ საღებავებზე პრიორიტეტულია.
საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში კომპანიის ქარხნებში წარმოებული დანამატების სპექტრი ამჟამად მხოლოდ ბუნებრივი საღებავებით არ შემოიფარგლება. ჩვენ შევიმუშავეთ საკუთარ ექსტრაქტებს, ფუნქციური დანამატებს, შენარევებსა და არომატიზატორებს.
პროფესიონალთა გუნდის, წარმოებაში თანამედროვე მიდგომისა და ახალი ინგრედიენტების დანერგვის საშუალებით კომპანია ფლობს საკვები პროდუქტების ფართო სპექტრს, რის საფუძველზეც კვების მრეწველობის მწარმოებელ საწარმოთათვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
2017 წლიდან ეკო რესურსი და ქართული კომპანია "შპს "ეკო რესურს ნატტექ"-ი პარტნიორები ხდებიან, და თბილისში- აწარმოე საქართველოს- პროექტის ფარგლებში ხსნიან საკვები საღებავების მწარმოებელ ახალ საწარმოს LTD "Eco-resorce Nattech".
შპს "ეკო რესურს ნატტექ"-ი ორიენტირებულია როგორც სინთეტიკური, ასევე ნატურალური საკვები საღებავებისა და ნატურალური სანელებლების წარმოებაზე.
საწარმოს მინიჭებული აქვს ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი - ISO 22000-9001.
ეკო რესურსის კომპანიების ჯგუთან პარტნიორობით ჩამოყალიბდა, "Eco-resorce Nattech"-ის მაღალი სტანდარტის, უახლესი აპარატურით აღჭურვილი თანამედროვე ლაბორატორია, სადაც ნედლეულის მიღებიდან მზა პროდუქციის გამოშვებამდე, წარმოების მთლიანი ციკლი ხარისხის სრული კონტროლით მიმდინარეობს.
კომპანია "Eco-resorce Nattech"-ი, მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ხორცპროდუქტების, საკონდიტრო ნაწარმის, ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელ მოწინავე, მსხვილ საწარმოებთან.