საღებავები ბეტა-კაროტინის საფუძველზე
ბეტა-კაროტინი (E160a) ფართოდ გამოიყენება თევზის მრეწველობაში სხვადასხვა სახის პროდუქციის შესაღებად, როგორიცაა პაშტეტები, რიეტები, პრეზერვები, ხიზილალა, შებოლილი და გამომშრალი თევზი, ასევე თევზის სნეკები.
ეს ბუნებრივი საღებავი პროდუქტებს ანიჭებს ყვითელ-ნარინჯისფერ ტონებს, ქმნის მადისაღმძვრელ იერს და უსვამს ხაზს მათ ბუნებრივ წარმოშობას.
საღებავი მდგრადია მჟავე გარემოში. ბეტა-კაროტინის მაღალი თერმომდგრადობა საშუალებას იძლევა, ფერი შენარჩუნდეს თერმული დამუშავების პროცესშიც.
სინათლის ზემოქმედებისა და ჟანგვის მიმართ დაბალი მდგრადობა მოითხოვს ჰერმეტული და სინათლისგან დამცავი შეფუთვის გამოყენებას, რათა პროდუქტის მოხმარებამდე მაქსიმალურად შენარჩუნდეს ფერის სიკაშკაშე და გაჯერებულობა.
საღებავის ფორმები
ბეტა-კაროტინი იწარმოება თხევადი, ფხვნილისა და გრანულირებული ფხვნილის ფორმებით, რაც შესაძლებელს ხდის კონკრეტული პროდუქტისათვის ოპტიმალური ვარიანტის შერჩევას.
გრანულირებული ბეტა-კაროტინი ჩვენი ახალი პროდუქტია, რომელიც დამზადებულია გაშრობის ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით. კომპანია ეკო რესურსი გახდა პირველი რომელმაც მისი წარმოება დაიწყო.
გრანულირებული ფხვნილი მოსახერხებელია გამოყენებისთვის: მისი ნაწილაკები ერთმანეთს არ ეწებება, არ წარმოქმნის მტვერს, სწრაფად ერევა სხვა ინგრედიენტებს, ხანგრძლივი შენახვისას ინარჩუნებს თავის თვისებებს და უზრუნველყოფს პროდუქტის მკვეთრ, გაჯერებულ და ერთგვაროვან ფერს.
გამოსცადეთ ჩვენი ინოვაციური პროდუქტი და თავად დარწმუნდით მის უპირატესობებში!