ბუნებრივი საღებავები და ექსტრაქტები ხორცის მრეწველობისათვის
კარმინი — უნივერსალური დანიშნულების ბუნებრივი საღებავი (E120), რომელიც მიიღება კაქტუსებზე კულტივირებული კოშელინის მდედრი მწერების ექსტრაქციის მეთოდით.
ამ საღებავის დახმარებით საკვებ პროდუქტებს შეიძლება მიეცეს ნარინჯისფერი, წითელი, ლურჯი და იისფერი ტონები. კარმინი ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ბუნებრივი პიგმენტია სინათლის, ტემპერატურისა და დაჟანგვის მიმართ, ამიტომაც მისი გამოყენების სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია.
აკვამიტ კარმინი— ნატურალური საღებავი, რომელიც დამზადებულია კარმინის ექსტრაქტის საფუძველზე (E120)
ეს საღებავი განკუთვნილია ლორის პროდუქტებისთვის ბუნებრივი ვარდისფერი-მარწყვისფერი ტონების მისაცემად.
აკვამიტ კარმინი საშუალებას იძლევა მივიღოთ საჭირო ინტენსივობის შეფერილობა ლორის პროდუქტებში. უზრუნველყოფს ფერის მდგრადობას ძეხვის განაჭერზე შენახვის დროს. არ აძლევს წყალს შეფერილობას პროდუქტის განმეორებითი თერმული დამუშავებისას.