წყალში ხსნადი ბუნებრივი საღებავები
აკვანათ ლუტეინი არის მაღალი ხარისხის საკვები საღებავი, რომელიც სპეციალურად შექმნილია პურ-ფუნთუშეული ნაწარმის წარმოებაში გამოყენებისთვის.
ის ანიჭებს ცომეულ ნაწარმს მიმზიდველ ყვითელ-ოქროსფერ ტონს, რაც პროდუქციას უფრო მადისაღმძვრელს ხდის და გამოარჩევს მას ვიტრინაზე.
ლუტეინი წარმოადგენს ცხიმში ხსნად პიგმენტს კაროტინოიდების ჯგუფიდან, რომლებიც ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით.
ის ხელს უწყობს მხედველობის დაცვას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაციას, იცავს ორგანიზმის უჯრედებს. რადგან ორგანიზმი ლუტეინს თავად არ გამოიმუშავებს, მნიშვნელოვანია მისი მიღება საკვებიდან.
ეს ბუნებრივი პიგმენტი გვხვდება მცენარეებში, როგორიცაა ისპანახი, კომბოსტო, ოხრახუში, ასევე ხილში — ხურმა, მანდარინი და ატამი.
აკვანათ ლუტეინი პურ-ფუნთუშეულ ნაწარმს ანიჭებს ინტენსიურ ყვითელ და ოქროსფერ ტონებს. თერმოსტაბილურია 150 °C-მდე, ინარჩუნებს ფერის ინტენსივობას ცხობის შემდეგ. მდგრადია სინათლისა და ჟანგვის მიმართ.
გამოიყენება სდობიანი პურ-ფუნთუშეული ნაწარმის ფართო ასორტიმენტის წარმოებისთვის. შეესაბამება ხარისხის სტანდარტებს, რაც დადასტურებულია Halal და Kosher სერტიფიკატებით.
რეკომენდებული დოზირებაა 1–4%.
აკვანათ ლუტეინის გამოყენება საშუალებას იძლევა გაუმჯობესდეს პროდუქციის ვიზუალური მახასიათებლები, გამოკვეთოს მისი ბუნებრივობა და გაამდიდროს ღირებული ნუტრიენტებით.