ეკო რესურსი აკვაბეტინ ბეტა-კაროტინი
აკვაბეტინ ბეტა-კაროტინი
ბუნებრივი საღებავი
ეკო რესურსი აკვაბეტინი საღებავები ბეტა-კაროტინის საფუძველზე
მრეწველობის დარგი:
საკონდიტრო მრეწველობა
ასორტიმენტი:
ცომეული, შაქრის შემცველი პროდუქტები, ცხიმის (საკონდიტრო) ჭიქურა
ფორმა:
თხევადი, ფხვნილისებური, მარცვლოვანი ფხვნილი
მახასიათებლები:
წყალში ხსნადი, ცხიმში ხსნადი

საკონდიტრო ინდუსტრიაში აკვაბეტინ ბეტა კაროტინი (E160a) გამოიყენება   პურ- ფუნთუშეულის შესაღებად, როგორიცაა: ორცხობილა, ბისკვიტი ვაფლი, ასევე ტკბილეულ ნაწარმში, (კარამელი, ზეფირი, მარმელადი, პასტილა,ბეზე, და სხვა.)  გარდა ამისა, გამოიყენება ცხიმოვან საკონდიტრო ნაწარმში- გლაზურისა და კრემებისთვის. საღბავი არ ახდენს გავლენას პროდუქტის გემოზე, რაც წარმოადგენს უპირატესობას ტკბილი ნაწარმისთვის.

საღებავის ფერთა დიაპაზონი ყვითლიდან ნარინჯისფრამდე იძლევა შესაძლებლობას შეიქმნას მკვეთრი და მიმზიდველი ფერები, რომლებიც ავსებს პროდუქტის სხვა ვიზუალურ მახასიათებლებს.

მრეწველობის დარგი:
საკონდიტრო მრეწველობა
ასორტიმენტი:
ცომეული, შაქრის შემცველი პროდუქტები, ცხიმის (საკონდიტრო) ჭიქურა
ფორმა:
თხევადი, ფხვნილისებური, მარცვლოვანი ფხვნილი
მახასიათებლები:
წყალში ხსნადი, ცხიმში ხსნადი

ბეტა-კაროტინის თვისებები

თერმოსტაბილურობის წყალობით აკვაბეტინ ბეტა-კაროტინი უძლებს ცხობის  ტემპერატურას და ინარჩუნებს ფერის ინტენსივობას.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ საღებავის დაბალი მდგრადობა სინათლისა და ჟანგვის მიმართ, ამიტომ ხანგრძლივი შენახვის ვადის მქონე საკონდიტრო ნაწარმისთვის რეკომენდებულია სინათლისგან დამცავი ჰერმეტული შეფუთვა.

გამოყენება

მკვრივი სტრუქტურის მქონე პროდუქტებში, როგორიცაა კარამელი, ბეტა-კაროტინი ინკაფსულირდება შაქარში, რაც საშუალებას იძლევა შენახვის ვადა გაიზარდოს 5 წლამდე.

მარშმელოუს წარმოებაში აკვაბეტინ ბეტა-კაროტინის გამოყენება დაკავშირებულია შენახვის პროცესში ფერის დაკარგვის რისკთან. ეს განპირობებულია ჟანგვით, რაც გამოწვეულია პროდუქტის სტრუქტურაში არსებული დიდი რაოდენობით ჰაერის ბუშტუკებით.

საღებავის ფორმები

ცხიმში ხსნადი ფორმის გამოყენება უზრუნველყოფს აკვაბეტინ ბეტა-კაროტინის კარგ შერევას ცხიმზე დაფუძნებულ ინგრედიენტებთან და ქმნის ერთგვაროვან და მიმზიდველ ფერს.

წყალში ხსნადი ფორმა შესაფერისია წყლის ბაზაზე არსებულ პროდუქტებთან / ინგრედიენტებთან შერევისთვის.

გრანულირებული ფხვნილი მოსახერხებელია გამოყენებაში: მისი ნაწილაკები არ ეწებება ერთმანეთს, არ წარმოქმნის მტვერს და სწრაფად და თანაბრად ერევა სხვა ინგრედიენტებს პროდუქტის ბაზაში.

აკვაბეტინ ბეტა-კაროტინის გრანულირებული ფხვნილი არის ახალი პროდუქტი, რომელიც შემუშავებულია კომპანია „ეკო რესურსის“ მიერ ინოვაციური შრობის ტექნოლოგიის გამოყენებით. ფხვნილი ინარჩუნებს თავის თვისებებს ხანგრძლივი შენახვისას და უზრუნველყოფს ნათელ და ინტენსიურ ფერს.

გამოსცადეთ ჩვენი ინოვაციური პროდუქტი და დარწმუნდით მის უპირატესობებში!

Читать дальше