წყალში ხსნადი ბუნებრივი საღებავები
გთავაზობთ ბუნებრივ საკვებ საღებავს – აკვანათ ლუტეინს, რომელიც განკუთვნილია საკონდიტრო ინდუსტრიაში ცომეული და შაქრიანი პროდუქტების წარმოებისთვის.
ლუტეინი წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ, ცხიმში ხსნად პიგმენტს კაროტინოიდების ჯგუფიდან. ეს ბუნებრივი ნაერთები ხელს უწყობს თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და იცავს ორგანიზმის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან.
ადამიანის ორგანიზმი ლუტეინს თავად არ გამოიმუშავებს, ამიტომ მისი მიღება აუცილებელია საკვებიდან.
ლუტეინი ბუნებრივად გვხვდება მცენარეებში: ზაფრანა, ისპანახი, კომბოსტო, ოხრახუში, ბარდა, გოგრა და ასევე ხილში — ხურმა, მანდარინი, ატამი.
საკვები საღბავი აკვანათ ლუტეინი, რომელიც შექმნილია კომანია "ეკო რესურსის" მიერ, უზრუნველყოფს:
- ყვითელ და ყვითელ- ნარინჯისფერ ტონებს საკონდიტრო ნაწარმში (ვაფლი,ორცხობილა, ბისკვიტი);
- ყვითელ, ყვითელ-ნარინჯისფერ და ნარინჯისფერ-წითელ ტონებს შაქრიან ნაწარმში (მარმელადი და სხვა ტკბილეული).
„აკვანათ ლუტეინი“ სტაბილურია თერმული დამუშავების დროს, ინარჩუნებს ფერს pH-ის ფართო დიაპაზონში და მდგრადია ჟანგვისა და სინათლის ზემოქმედების მიმართ. პროდუქტის უსაფრთხოება დადასტურებულია Halal და Kosher სერტიფიკატებით.
რეკომენდებული დოზირებაა 1–6%.
ლუტეინი არა მხოლოდ აძლევს საკონდიტრო ნაწარმს მიმზიდველ ფერს, არამედ ამდიდრებს მას სასარგებლო თვისებებით. „აკვანათ ლუტეინის“ გამოყენებით თქვენი პროდუქცია გამოირჩევა მკვეთრი და სტაბილური ფერით, რაც უსვამს ხაზს მის ხარისხსა და ბუნებრივობას