ეკო რესურსი აკვანათ ტურმერიკი
აკვანათ ტურმერიკი
ბუნებრივი საღებავი
ეკო რესურსი აკვანატი წყალში ხსნადი ბუნებრივი საღებავები
მრეწველობის დარგი:
ცხიმისა და ზეთის წარმოების ინდუსტრია
ასორტიმენტი:
მაიონეზი, საწებელი
ფორმა:
თხევადი, ფხვნილისებური
მახასიათებლები:
წყალში ხსნადი

ტურმერიკი (კურკუმინი E100) წარმოადგენს ყვითელი შეფერილობის ბუნებრივ საღებავს, რომელსაც იღებენ მცენარე Curcuma longa-ს ფესურებისგან. იგი ფართოდ გამოიყენება როგორც სანელებელი, ასევე საკვები პროდუქტების საღებავი, რადგან პროდუქტს ანიჭებს ლიმონისფერ-ყვითელ შეფერილობას. გასათვალისწინებელია, რომ საღებავს აქვს ამ სანელებლისთვის დამახასიათებელი მსუბუქი არომატი.

სინათლის მიმართ მდგრადობა — დაბალი; გაცხელების მიმართ — დამაკმაყოფილებელი; მჟავებისა და ტუტეების მიმართ — საშუალო.
პროდუქტი გამოირჩევა მაღალი ანტიოქსიდანტური აქტივობით და ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

საღებავის ერთ-ერთი უპირატესობაა მისი ეკონომიური ხარჯი, ამიტომაც მისი გამოყენება ეფექტურია სხვა და სხვა საკვები პროდუქტის წარმოებაში.
ზეთოვან და ცხიმოვან ინდუსტრიაში ტურმერიკის საღებავი გამოიყენება მდოგვის სოუსისთვის პიკანტური გემოსა და მკვეთრი, მადისაღმძვრელი ყვითელი ფერის მისაცემად. ასევე გამოიყენება ხორცისა და თევზისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სოუსის წარმოებაში.

ტურმერიკის, როგორც საღებავის, გამოყენება საშუალებას იძლევა ეტიკეტზე მიეთითოს ინფორმაცია პროდუქტის ბუნებრივი წარმოშობისა და მისი სასარგებლო თვისებების შესახებ.
პროდუქტს აქვს ჰალალისა და კოშერის სერტიფიკატები.

მრეწველობის დარგი:
ცხიმისა და ზეთის წარმოების ინდუსტრია
ასორტიმენტი:
მაიონეზი, საწებელი
ფორმა:
თხევადი, ფხვნილისებური
მახასიათებლები:
წყალში ხსნადი