იპოვეთ გამოსავალი ტექნოლოგის კონსულტაცია
ნატურალური საღებავები, საღბავი ექსტრაქტები და ინგრედიენტები კვების მრეწველობისათვის
ეკო რესურსი Agro/Food/Drink/Tech/Expo 2022

Agro/Food/Drink/Tech/Expo 2022

18-20 ნომებერს საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში გაიმართა მე -20 საერთაშორისო გამოფენა, რომელიც   ყველაზე მასშტაბურია სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების დარგების მიმართულებით. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო კომპანია „ ეკო რესურს ნატტექ“ -მა.

რეგიონში ინდუსტრიის განვითარების,ადგიობრივი მეწარმეების პოპულარიზაციის, ტექნოლოგიური სიახლეების ქართულ ბაზარზე დამკვიდრებისა და ხელშეწყობის მიზნით AGRO 2022 - მა ადგილობრივ და უცხოელ მონაწილეებს მისცა უნიკალური შანსი, გაცნობოდნენ გამოფენაში მონაწილე კომპანიების პროდუქციას და მომსახურებას, გაეზარდათ ცნობადობა და საცალო გაყიდვები, შეხვედროდნენ ინვესტორებსა და პოტენციურ პარტნიორებს.

კომპანია ეკო რესურს ნატტექ-მა უმასპინძელა არა ერთ დაინტერესებულ უცხოელი თუ ადგილობრივი სტუმარს. ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გასაუბრებოდნენ კომპანიის ტექნიკურ ჯგუფს და მიეღოთ რჩევები ცხოველთა და ფრინველთა კვებასთან დაკავშირებით, გაცნობოდნენ სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე სიახლეებს.

გამოფენის ყველა მონაწილეს და სტუმარს ვუსურვებთ ეფექტურ თანამშრომლობას, ბევრ საქმიან კონტაქტს და საინტერესო შეხვედრებს. მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს პროდუქტიული შეხვედრების გამართვის შესაძლებლობებისთვის.

 

მდე
Мы используем куки, чтобы пользоваться сайтом было удобно