იპოვეთ გამოსავალი ტექნოლოგის კონსულტაცია
ნატურალური საღებავები, საღბავი ექსტრაქტები და ინგრედიენტები კვების მრეწველობისათვის
ეკო რესურსი AltFoodConf ალტერნატიული საკვები პროდუქტები!

AltFoodConf ალტერნატიული საკვები პროდუქტები!

2021 წლის 11 მაისს, სოჭში გაიმართა პირველი კონფერენცია-გამოფენა, რომელიც ეძღვნებოდა ალტერნატიული საკვებ პროდუქტებს - AltFoodConf 2021, რომელიც სპეციალიზდება ხორცისა და რძის პროდუქტების, მცენარეულ, ჰიბრიდულ და ბოჭკოვან ალტერნატივის წარმოებაზე. ეკო რესურსის წარმომადგენელმა, ა. ს. დემენოკმა, მიმოიხილა ალტერნატიული საკვები პროდუქტების სეგმენტი, რომლის წარმოების საფუძველიც გახდა ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ სწრაფვა, ეკოლოგიასა და გარემოზე ზრუნვა და საკვები პროდუქტების მიმართ პლანეტის მოსახლეობის მზარდი მოთხოვნილებები.

მცენარეული ალტერნატივები შემუშავებლია მცენარეული ცილის საფუძველზე (მაგალითად: სოიო, ხორბალი, წიწიბურა, თხილი ან ბარდა), ტექსტურით, გემოთი, არომატით და ვიზუალურად იმიტირებული ცხოველური პროდუქტები.

მიუხედავად იმისა, რომ ნატურალური ხორცის მოხმარების მაჩვენებელი ზოგადად იზრდება (გასული წლის ბოლოსთვის მაჩვენებელმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია - 77 კგ ერთ სულ მოსახლეზე, საბაზრო პოტენციალით 10 მილიონი დოლარი), მცენარეული ხორცისგან დამზადებულ "ხორცის" პროდუქტებზეც მოთხოვნა ასევე სტაბილურად იზრდება.

იზრდება ალტერნატიული რძის ბაზარიც. 2020 წელს მან რუსეთში 6.5 მილიარდი რუბლი შეადგინა, აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 3.3% - ით არის გაზრდილი. ამათან, მცენარეული რძის შესყიდვების მოცულობის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო სწორედ მოთხოვნის ზრდით.

ხორცის ინდუსტრიის ბევრი წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ " რუსეთში მომხმარებელს ჯერ არ მიუღიათ საკმარისი ხორცი!". მხოლოდ რამდენიმე, მათ შორის კომპანია Vegafood , ამყარებდა საკუთარ პოზიციას და გამომდინარეობდა შემდეგი შეხედულებიდან - " მომხმარებელმა უარი არ უნდა თვას ხორცზე. შეიძლება უბრალოდ სცადონ განსხვავებულის მიღება."ამის საფუძველზე, ნატურალური ხორც-პროდუქტების მწარმოებლებს შეუძლიათ განავითარონ ორივე მიმართულება-და შესაძლოა ყველაფერი გამოვიდეს!

საკვები პროდუქტების მწარმოებლების ახალი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ახალი ტექნოლოგიებისა და ახალი ინგრედიენტების შემუშავება და დანერგვა კომპანია ეკო რესურსის პრიორიტეტია. კონფერენციაში მონაწილეობის შედეგებზე დაყრდნობით, კომპანია ეკო რესურსმა საკუთარი ძალისხმევა მიმართა ალტერნატიული საკვების სეგმენტისთვის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მხარდასაჭერად.

 

 

მდე
Мы используем куки, чтобы пользоваться сайтом было удобно