იპოვეთ გამოსავალი ტექნოლოგის კონსულტაცია
ნატურალური საღებავები, საღბავი ექსტრაქტები და ინგრედიენტები კვების მრეწველობისათვის
ეკო რესურსი ეკო რესურსის კომპანიების ჯგუფი, გამოფენაზე – Food Ingredients Europe 2021

ეკო რესურსის კომპანიების ჯგუფი, გამოფენაზე – Food Ingredients Europe 2021

ეკო რესურსის კომპანიების ჯგუფი ეწვია გამოფენა-კონფერენციას  - Food Ingredients Europe 2021 გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში. გამოფენა ჩატარდა 30 ნოემბერიდან - 02 დეკემბერის ჩათვლით და გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ღონისძიება საკვები ინგრედიენტების სფეროში. კვების მრეწველობაში მოღვაწე, საერთაშორისო ლიდერები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ხვდებიან ერთმანეთს და უზიარებენ სიახლეებს. გამოფენის უნიკალურობა მდგომარეობს მის ფართო თემატურ გაშუქებაში: ნედლეულისა და ინგრედიენტების წარმოებიდან, მზა პროდუქტის გამოშვებამდე, მისი შეფუთვისა და ხარისხის კონტროლის ჩათვლით. გამოფენა თვითოეული მონაწილისათვის იყო მნიშვნელოვანი, რადგან პანდემიის შემდეგ, ეს იყო, დიდი ხნის ნანატრი პლატფორმა შუალო კომუნიკაციის საშუალებით, გამოცდილების გაცვლისა და, რა თქმა უნდა სარფიანი მოლაპარაკებებისთვის.

მიმდინარე ტენდენციები საკვები ინგრედიენტების  ბაზარზე - ცილის ალტერნატიული სახეობები ვეგანური პროდუქტებისათვის, რომელიც მიიღება სხვადასხვა წყაროებიდან (პროტეინი პარკოსნებისგან, გადამუშავებული მწერებისგან და სხვა სახეობებისგან). აღნიშნული მიმართულება, ძალიან პოპულარული და პერსპექტიულია ვეგანურ პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე და ფართოდ გამოიყენება საბოლოო პროდუქტებში - ყველის ანალოგები, ნაყინი, სუპები, სტეიკები, ხორცი და ბურგერები. საკვები პროდუქტების მწარმოებლებს აქვთ კიდევ ერთი მიმდინარე ტენდენციაა, თეთრი საღებავის,  დიოქსიდ ტიტანი E171-ის ჩანაცვლება, ევროპის რიგ ქვეყნებში მისი შესაძლო აკრძალვის გამო. ალტერნატივის სახით, ბაზარი გვთავაზობს საღებავებს ბრინჯის სახამებლისა და კალციუმის კარბონატის საფუძველზე.

ეკო რესურსის კომპანიების ჯგუფის წარმომადგენლება გამართეს არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა პარტნიორებთან და მყიდველებთან, რამაც საშუალება მოგვცა უფრო მეტად  განგვევითარებინა არსებული  პარტნიორული ურთიერთობები და მოგვეძებნა ინოვაციური ნედლეულის ახალი მომწოდებლები. შედგა ბევრი სასარგებლო პროდუქტიული მოლაპარაკება, რომლის ფარგლებშიც განიხილეს როგორც წარმატებით განხორციელებული პროექტები, ასევე თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. 

კომპანია „ეკო-რესურს ნატტექ“-თვის Food Ingredients Europe 2021 -ში მონაწილეობა განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა! გამოფენის ყველა მონაწილეს და სტუმარს ვუსურვებთ ახალ საინტერესო შეხვედრებს და ნაყოფიერ საქმიან კონტაქტებს სამომავლო ეფექტური თანამშრომლობის პერსპექტივით!

 

 


 

მდე
Мы используем куки, чтобы пользоваться сайтом было удобно