იპოვეთ გამოსავალი ტექნოლოგის კონსულტაცია
ნატურალური საღებავები, საღბავი ექსტრაქტები და ინგრედიენტები კვების მრეწველობისათვის
ეკო რესურსი ობიექტური აღიარება

ობიექტური აღიარება

28.04.2022 წელს, სანკტ-პეტერბურგში AmCham-ის (ამერიკული სავაჭრო პალატა რუსეთში) XXV ყოველწლიურ შეხვედრაზე, გაიმართა, პალატის წევრი კომპანიების ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია, 2021 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის. სადღესასწაულო გარემოში კომპანია "ეკო რესურსის" ხელმძღვანელმა, სერგეი ლეონიდოვიჩ დემენოკმა, მიიღო ჯილდო კატეგორიაში - "წლის ინოვატორი-2021", პროგრესული, გამფრქვევი (სპრეი) შრობის მეთოდის დანერგვისთვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მშრალი ინგრედიენტების ფართო სპექტრი, რომელთაც აქვთ საღებავი ან არომატული ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია.

შერჩევის კრიტერიუმები: 
  1. ნომინირებული კომპანია ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას/ინვესტიციებს, რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში.
  2. პროექტს (პროდუქტს/მომსახურებას), აქვს გამოხატული ეკონომიკური/სოციალური ღირებულება.
  3. პროექტმა (პროდუქტი, მომსახურება), დადებითი გავლენა მოახდინა ორგანიზაციის განვითარებაზე/ ინდუსტრიის ზრდის ტენდენციაზე / რეგიონის ეკონომიკაზე (ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას).
  4. პროექტი (პროდუქტი, მომსახურება) წარმატებულია ყველა ასპექტში და კარგი მაგალითია სხვა კომპანიების მისწრაფებებისთვის.


დაჯილდოების ცერემონიის განსაკუთრებულმა, საზეიმო ატმოსფერომ, ღონისძიების მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი. დარბაზის სადღესასწაულო გარემოცვა, ხაზს უსვამდა ინოვაციის ტრიუმფს, როგორც ეკონომიკური გარღვევის საფუძველს.

2021 წელს, კომპანია ეკო რესურსმა დანერგა საღებავი ინგრედიენტებისა და არომატიატორების წარმოების, ახალი, ფხვნილისებური ფორმები. ჯილდოს მიღებისას სერგეი ლეონიდოვიჩმა აღნიშნა: "ეკო რესურსის ინოვაცია მნიშვნელოვანია მწარმოებლებისათვის, რომლებიც ფეხდაფეხ მიჰყვებიან ტენდენციებს: მომხმარებელთათვის აქტუალური, მყისიერი ხსნადობის მქონე, მოხმარებაში მარტივი და ჯანსაღი პროდუქტების წარმოებისთვის. ჩვენ დავიკავეთ ეს ნიშა ბაზარზე, ფხვნილისებური საღებავი ექსტრაქტებისა და არომატიზატორების ხაზის დანერგვით".

სერგეი ლეონიდოვიჩმა მადლობა გადაუხადა პალატის აღმასრულებელ კომიტეტს პროექტის მაღალი შეფასებისთვის. ინოვაციების დანერგვა ხელს უწყობს კომპანიის პოზიციის გაძლიერებას საკვები ინგრედიენტების, საღებავების, არომატების ბაზარზე, გარდა ამისა ახალი ტექნოლოგიური პროდუქტების წარმოების მოცულობის ზრდა, ხელს უწყობს ლენინგრადის რეგიონის ეკონომიკის ზრდას.

მეტი ინფორმაციისათვის:

ამერიკის სავაჭრო პალატა წარმოადგენს კომპანიებს მსოფლიოს 21 ქვეყნიდან: ამერიკული, ევროპული, აზიური, რუსული. რუსეთის რეგიონში, პალატაში გაწევრიანებულია 500 კომპანია და მათგან 140 მდებარეობს პეტერბურგში. ეკო რესურსი, 2017 წლიდან გახლავთ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი რუსეთში (ამერიკული სავაჭრო პალატა რუსეთში), შემოკლებით (AmCham). ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეკო რესურსი გახდა ლაურეატი: 2020 წელს, კომპანიამ მიიღო ჯილდო ნომინაციაში -"წლის ინვესტორი". წლის ინვესტორის ჯილდო, აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად გადაეცემა ქალაქში უკვე მომუშავე ინვესტორების, ყველაზე შთამბეჭდავი საინვესტიციო პროექტისათვის.

 

მდე
Мы используем куки, чтобы пользоваться сайтом было удобно