იპოვეთ გამოსავალი ტექნოლოგის კონსულტაცია
ნატურალური საღებავები, საღბავი ექსტრაქტები და ინგრედიენტები კვების მრეწველობისათვის
ეკო რესურსი AltFoodConf ალტერნატიული საკვები პროდუქტები!

AltFoodConf ალტერნატიული საკვები პროდუქტები!

2021 წლის 11 მაისს, სოჭში გაიმართა  რუსული კონფერენცია-გამოფენა, რომელიც  ეძღვნებოდა ალტერნატიული საკვებ პროდუქტებს AltFoodConf 2021, რომელიც სპეციალიზდება ხორცისა და რძის პროდუქტების  მცენარეულ, ჰიბრიდულ და ბოჭკოვან ალტერნატივის წარმოებაზე.  ეკო რესურსის წარმომადგენელმა ა. ს. დემენოკმა მიმოიხილა ალტერნატიული საკვები პროდუქტების სეგმენტი, რომლის  წარმოების საფუძველიც გახდა  ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ სწრაფვა, ეკოლოგიასა და გარემოზე ზრუნვა და საკვები პროდუქტების მიმართ პლანეტის მოსახლეობის მზარდი მოთხოვნილებები.

მცენარეული ალტერნატივები შემუშავებლია მცენარეული ცილის საფუძველზე (მაგალითად: სოიო, ხორბალი, წიწიბურა, თხილი ან ბარდა), ტექსტურით, გემოთი, არომატით და ვიზუალურად იმიტირებული ცხოველური პროდუქტები. 

მიუხედავად იმისა, რომ ნატურალური ხორცის მოხმარება იზრდება (გასული წლის ბოლოსთვის მაცვენებელმა რეკორდულ ზღვარს  მიაღწია - 77 კგ ერთ სულ მოსახლეზე, საბაზრო პოტენციალით 10 მილიონი დოლარი), ბოსტნეულის ხორცისგან დამზადებულ "ხორცის" პროდუქტებზეც მოთხოვნა სტაბილურად იზრდება.

იზრდება ალტერნატიული რძის ბაზარიც. 2020 წელს მან რუსეთში 6.5 მილიარდი რუბლი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 3.3% - ით არის გაზრდილი. უფრო მეტიც, მცენარეული რძის შესყიდვების მოცულობის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო სწორედ მოხმარების ზრდით.

ხორცის ინდუსტრიის ბევრი წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ " რუსეთში მომხმარებელს ჯერ არ მიუღიათ საკმარისი ხორცი!". მხოლოდ რამდენიმე, მათ შორის კომპანია Vegafood , ამყარებდა საკუთარ პოზიციას, რომ , " მომხმარებელმა უარი არ უნდა თვას ხორცზე. შეიძლება უბრალოდ ცადონ სხვა რამ."ამის საფუძველზე, ნატურალური  ხორცის პროდუქტების მწარმოებლებს შეუძლიათ განავითარონ ორივე მიმართულება-და ყველაფერი გამოვა!

სურსათის მწარმოებლების ახალი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ახალი ტექნოლოგიებისა და ახალი ინგრედიენტების განვითარება ტრადიციულად ეკო რესურსის პრიორიტეტია. კონფერენციაში მონაწილეობის შედეგებზე დაყრდნობით, კომპანია ეკო რესურსმა  საკუთარი ძალისხმევა მიმართა ალტერნატიული საკვების სეგმენტისთვის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მხარდასაჭერად. 

 

[[სურათი_1]]

მდე
Мы используем куки, чтобы пользоваться сайтом было удобно