იპოვეთ გამოსავალი ტექნოლოგის კონსულტაცია
ნატურალური საღებავები, საღბავი ექსტრაქტები და ინგრედიენტები კვების მრეწველობისათვის
ეკო რესურსი Covid-ის შემდგომი გემოს შეგრძნება : რა ელის კვების მრეწველობას მომავალ წელს

Covid-ის შემდგომი გემოს შეგრძნება : რა ელის კვების მრეწველობას მომავალ წელს

თუ გაზაფხულზე კიდევ იყო იმედი, რომ ყველაფერი მალე დაუბრუნდება საწყის კურსს, ახლა ნათელი გახდა, რომ ეს ცვლილებები გაცილებით ღრმაა და ახალი სამომხმარებლო ჩვევები ფესვებს იმაგრებენ ახალი ტრენდის სახით.

GfK-ის კვლევითმა ორგანიზაციამ შემოიღო სპეციალური ინდიკატორი კოვიდ კრიზისის ინდექსი (სტაბილურად უცვლელ პროცენტს მინუს კორონავირუსის შედეგად დაზარალებულთა პროცენტული მაჩვენებელი).

მაისში, რუსეთში კოვიდს კრიზისის ინდექსი -4% იყო, ივლისში -10%. ყველაზე მაღალი კოვიდ კრიზისის ინდექსი მოსკოვში (-18%) დაფიქსირდა.

ეკო რესურსმა მოამზადა მოკლე ანალიტიკური კვლელვა სამომხმარებლო ქცევის შესახებ და მოახდინა მომავალი წლის გარკვეული ტენდენციების პროგნოზირება.

რუსი მომხმარებლების ქცევისა და პრეფერენციების მაგალითები თვითიზოლაციის, დისტანციური მუშაობისა და უმუშევრობის პირობებში:

საკვებზე მოთხოვნის შენარჩუნება

ამას ხელი შეუწყო ორმა ძირითადმა ფაქტორმა: სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებამ და საზღვარგარეთ ტურისტული ნაკადის შემცირებამ.

დაახლოებით 10 მილიონი რუსი დარჩა ქვეყანაში და, შესაბამისად, იყიდა საკვები რუსეთში.

საყიდლების კალათის მოცულობის ზრდა ახალი პროდუქტების დამატების ხარჯზე

გასული წლის განმავლობაში, შეინიშნებოდა, ახალ პროდუქტებზე და ბრენდებზე არჩევის შეჩერების მზარდი ტენდენცია . მომხმარებელებს გაუჩნდათ სურვილი გაეცნონ და დააგემოვნონ ახალი პროდუქტები.უნდა აღნინიშნოს ის ფაქტიც, რომ ისინი ინტერესს იჩენენ ახალი პროდუქტების მიმართ, მიუხედავად  იმისა მოქმედებს თუ არა ამა თუ იმ პროდუქტზე ფასდაკლების პრომო აქცია.

აპრილ-ოქტომბერის შუალედში, ახალმა პროდუქტებმა პრომო აქციების გარეშე უზრუნველყვეს მთელი FMCG ბაზრის წილის ზრდის მესამედი.

მოხმარებისათვის მზა პროდუქტებზე მოთხოვნის მკვეთრი დაცემა 

ეს არის ძირითადად ძეხვეული, სწრაფი მომზადების მაკარონი, ნახევრად მზა პროდუქცია და ა.შ. ეს გამოიწვია, იმან,რომ ხალხმა დაიწყო უფრო მეტი დროის გატარება სახლში და მათ გამოუჩნდათ დამატებითი დრო სახლში საკვების მოსამზადებლად. მაგალითად, გაიზარდა მოთხოვნა ღორის ხორცზე და ეს ტენდენცია გაგრძელდება.

თვითიზოლაციის პერიოდში ამ კატეგორიებში მოთხოვნა დაახლოებით 28% - ით შემცირდა, მაგრამ შემოდგომისთვის ნელ-ნელა დაიწყო ზრდა.

ანტისტრესული პროდუქტები

მზა საკვების და საკონდიტრო ნაწარმის სეგმენტმა აჩვენა ზრდა, რაც აიხსნება როგორც გლობალური მოდის, ასევე ახალ პირობებში ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობით. სახლში ყოფნისას, ადამიანებს უფრო ხშირად უნდებათ წახემსება, ხოლო სტრესის პირობებში განსაკუთრებით გვინდება ყურადღების გადატანა და საკუთარი თავის განებივრება რაიმე გემრიელით.

გარდა ამ კატეგორიაში, რომელიითაც ადამიანები, რპგპრც წესი კლავენ სტრესს, ზრდა აჩვენა ალკოჰოლური სასმელების სეგმენტმაც. თვითიზოლაციის პირობებში ალკოჰოლის მოხმარების ზრდამ, ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, 2-3% შეადგინა.
განსაკუთრებული ზრდა აჩვენეს: ჯინმა (47%), რომმა (27%) და ვისკიმ (21%). ამ კატეგორიებში ზრდა ადრეც შეინიშნებოდა და ეს განპირობებულია ალკოჰოლური კოქტეილების გაზრდილი პოპულარობით. ახლა კოქტეილების მომხადება დაიწყეს სახლის პირობებში. საინტერესოა, რომ ვერმუტმა, რომელიც ითვლება ქალთა სასმელად, ასევე აჩვენა ზრდა (22%), და ცქრიალა ღვინოზე - მოთხოვნა შემცირდა, ვინაიდან იგი ასოცირდება დღესასწაულთან.

იმპულსური საქონელი

საღეჭი რეზინი, დრაჟეები, საბავშო წვენები და ა.შ., ამ სეგმენტმა აჩვენა ვარდნა მაღაზიებში ვიზიტის სიხშირის მკვეთრი შემცირების გამო.

გრძელვადიანი შენახვის პროდუქტები

მოთხოვნა რომელიც იყო გრძელვადიანი შენახვის პროდუქტებზე, მაშტაბური პანიკის მიჯნაზე და კარანტინის დროს, შედარებით შემცირდა, მაგრამ ჯერჯერობით მომხმარებელთა 34% ყიდულობს პროდუქტებს მარაგით, დაახლოებით 12%-ს  ეშინიათ, რომ ამოიწურებათ მარაგი.

მაგალითად, მკვეთრად გაიხარდა მოთხოვნა ცხოველთა საკვებზე.  ამის გამომწვევი მიზეზი იყო არა მხოლოდ ის, რომ  საყოველთაო პანიკის ფონზე მომხმარებლები ცდილობდნენ შინაური ცხოველებისათვის საკვების მარაგის შექმნას. ხალხმა დაიწყო მეტი დროის გაატარება სახლში და უფრო მეტად ანებივრებდნენ შინაურ ცხოველებს.

აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება უახლოეს მომავალში, რადგან მომხმარებელი არ არის მზად ხშირად ეწვიოს მაღაზიებს განსაკუთრებული საჭიროების გარეშე.

ყველაზე პოპულარული პროდუქტები სამომხმარებლო კალათაში, ცალკეული კატეგორიების ზრდა

2020 წლის მაისში, წინა წლის მაისთან შედარებით, გარკვეული კატეგორიის ზრდის მაჩვენებელი იყო შემდეგი: სასურსათო პროდუქტები, ტკბილეული, მზა საკვები 5%; სასმელები 4%

სამომხმარებლო ხარჯის წილი ხორცზე შეადგენს 14% - ს ( + 2% გასული წლის განმავლობაში). 2020 წელს მოხდა პრემიუმ ტიპის ხორცის წილის აქტიური ზრდა.

ხარჯების წილი სასმელებზე, რძის პროდუქტებზე შეადგენს-12%

აქცენტების გადატანა

კომპრომისული განმარტება "ფასი-ხარისხის", სადაც ფასი მომხმარებლისთვის რჩებოდა პრიორიტეტული, გარდაიქმნება "ხარისხი-ფასად". მომხმარებელი მზად არის გადაიხადოს გაცილებით მაღალი ფასი პროდუქტის ხარისხისა და ნატურალურობაში.

ეს ტენდენცია კორონავირუსთან დაკავშირებული მოვლენებისგან დამოუკიდებლად ვითარდება. თუმცა, თვითიზოლაციის დროს და მის შემდეგ ადამიანებმა დაიწყეს მეტი ყურადღების დათმობა ახლობლებისთვის, ცდილობენ მეტად იზრუნონ მათ ჯანმრთელობაზე და ამან გააძლიერა უკვე არსებული ტენდენცია.

 

[[სურათი_1]] 

 

ცვლილებები მომხმარებელთა ქცევაში

[[სურათი_2]]

  • პრომო-პროდუქტები

შემცირდა სარეკლამო პროდუქტებზე ორიენტირებული მომხმარებელთა რაოდენობა (ახლა მაჩვენებელი შეადგენს 71%-ს). ეს განპირობებულია იმით, რომ, ისინი არ არიან მზად დახარჯოს ბევრი დრო მაღაზიაში მსგავსი  პროდუქტების ძიებაში. ხალხი ორიენტირებულია რაც შეიძლება სწრაფად შეიძინოს სწორი, სასურველი პროდუქტი. პრომო პროდუქტების წილის მაჩვენებელი დაუბრუნდა 2018 წლის მაჩვენებელს. პრომო პროდუქტების წილის ზრდა იქნება ძალიან ნელი და სავარაუდოდ რითეილერები დაიწყებენ გაყიდვების სტიმულირების ალტერნაიული გზების ძიებას.

  • საყიდლების სია

მომხმარებელთა 49% პროდუქტებს წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით ყიდულობს.

ასეთი მყიდველების რაოდენობა გაიზარდა, რადგან სია ხელს უწყობს ფულის დაზოგვას იმპულსური შესყიდვების გარეშე. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს შესყიდვების ფპროცესის დაჩქარებას და დროის დაზოგვას.

  • ინტერესი STM-ის მიმართ

ადგილობრივი წარმოების პროდუქტები გახდა უფრო მიმზიდველი - მომხმარებელთა 23%-მა  მათ შეძენაზე შეაჩერა არჩევანი.

თუ კრიზისამდე (2020 წლის იანვარი-თებერვალის მაჩვენებელი,  2019 წლის იანვარი-თებერვალის მაჩვენებელთან შედარებით), FMCG-ის ზრდის ძირითადი მამოძრავებელი იყო მიმდინარე პრომო აქციებით შეთავაზებაში არსებული პროდუქტები, კრიზისის დროს გაყიდვების მამოძრავებელი გახდნენ, ჩვეული ბრენდები და ახალი პროდუქტები პრომო აქციის გარეშე.

საერთო სურათი კი ასეთია, სურსათის წარმოების სფერო "მშრალი გამოვიდა წყლიდან", უფრო სწორად კი კორონაკრისიდან და ადგილ-ადგილ პლიუსიც აჩვენა. მაგალითად, Nestle-ს  ფირმის საკვები პროდუქტების გაყიდვების წილი გაიზარდა 4.3% - ით და ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჩვენ ვაგრძელებთ ბაზრის მონიტორინგს თქვენთან ერთად. მწარმოებლებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სწრაფად მოერგოს სამომხმარებლო მოთხოვნების ცვლილებებს და გახდეს პირველი ახალი ბაზრის იერარქიაში.

ეკო რესურსის მიერ შემუშავებული ბუნებრივი საღებავები უზრუნველყოფს თქვენი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მკვეთრ ფერს და მიმზიდველობა.

საღებავი ექსტრაქტები - ეს არის მცენარეული საკვები პროდუქტები, რომლებსაც აქვთ ძლიერი ღებვის ეფექტი.

ეკო რესურსების კომპანიის ასორტიმენტში, წარმოდგენილია, ეკოპლანტის სასაქონლო ნიშნის ექსტრაქტებს.

გამოიყენეთ ბუნებრივი ექსტრაქტები გონივრლად და მოუტანეთ საკუთარ ბიზნესს სარგებელი!

 

მდე
Мы используем куки, чтобы пользоваться сайтом было удобно