ყოველ წელს, ფერის ინსტიტუტი Pantone , შესაბამისი დროის განწყობის ასახვის მიზნით, ასახელებს "წლის ფერს".
2020 წელს ფრად დასახელდა ლურჯი, რის შედეგადაც, ევროპის კვების მრეწველობაში პოპულარობის პიკში მოექცა წყლის ელფერი - «Shades of Aqua» - მკვეთრი ლურჯი, ცისფერი და მწვანიდან- ცისფერში გარდამავალი ფერები.
2021 წლისთვის, კვების მრეწველობაში, ახალი ტრენდული საკვები ფერის დასახელება მოხდა გამოფენის "საკვები ინგრედიენტები ევროპა" -ს ფარგლებში. და ეს გახლავთ - მკვეთრი წითელი!
ნათელი, მხიარული და ცოტა "თავაშვებული" წითელი ასოცირდება ძალასა და იმედთან. თამამი ფერი გვანიჭებს გამძლეობას და გამოღვიძების შეგრძნებას. ეს ის თვისებებია, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია რთული 2020 წლის შემდეგ ოპტიმისტური განწყობისა და ახალი მიღწევებისაკენ წინ სწრაფვისათვის.
გლობალური შეზღუდვების შემდეგ, ადამიანებს სურთ შეიგრძნონ თავისუფლება და ცხოვრების სიამოვნების ყველა ფერი. საზოგადოებაში არსებულმა ამ მისწრაფებამ, შთააგონა Pantone-ის ინსტიტუტის ფერის ექსპერტები, წლის ფერად დაესახელებინათ - სიცოცხლით სავსე - წითელი.
ასევე გთხოვთ ყურადღება მიაქციეთ ჩვენს სიამაყეს- ეკოპლანტის სავაჭრო ნიშნის ექსტრაქტებს, შავი სტაფილოსა და წითელი ჭარხლის კონცენტრირებულ წვენებს.